გვახსოვს, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს პირდაპირ მითითება მისცა, შიმშილობა შეეწყვიტა, მნიშვნელოვანია, პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან - შალვა პაპუაშვილი
გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განჩინება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მითითება მისცა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომელიც ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად პორცია-პორცია ასაჯაროებენ, ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.