32 წლის თურქი ხელბურთელი 5 წლის შვილთან ერთად ნანგრევებში დაღუპული იპოვეს
თურქი სპორტსმენი, 32 წლის ხელბურთელი, ქემალ კუტაჰია 5 წლის შვილთან ერთად, თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ემსხვერპლა.
მამა-შვილი ნანგრევებში დაღუპული იპოვეს.
ინფორმაციას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს სოციალურ ქსელ ტვიტერში.