თეგებით ძიება

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება

სახლში, სადაც 42 წლის ქალი, ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ახლა გლოვაა. 11 ნოემბერს ციკო სულიკაშვილი, ყოფილმა მეუღლემ სასტიკად სცემა და უგონო მდგომარეობაში ეზოში დატოვა, თავად კი დანაშაულია ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ციკო სულიკაშვილი 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლე მიხეილ სუხიშვილია. "კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ, ციკო სულიკაშვილს ტელეფონი დაურეკა და მოტყუებით ეზოში გასვლა სთხოვა. გარეთ გასულ მსხვერპლს კი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები ქალს ქვითაც მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს შეესწრნენ ციკო სულიკაშვილის არასრულწლოვანი შვილებიც. 42 წლის ქალის ამბავი, საგარეჯოში ყველამ იცის, თუმცა დეტალებზე საუბარი უჭირთ. როგორც თავად ამბობენ არ იციან, რა გახდა დანაშაულის მიზეზი. "კურიერის" ინფორმაციით, მოტივი შურისძიებაა.

მოკლულის ყოფილი მეუღლე ოჯახური ძალადობისთვის იყო ნასამართლევი, და საპატიმრო რამდენი თვის წინ დატოვა. ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ სუხიშვილი, ციკო სულიკაშვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მუდმივად ძალადობდა. მიხეილ სუხიშვილი ახლა პატიმრობაშია და დუმილის უფლებას იყენებს. საქმის დეტალებზე საუბრისგან მისი ადვოკატი ჯერ თავს იკავებს.

მიხეილ სუხიშვილი თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდება. გამოძიება მის წინააღმდეგ უკვე დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება. ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული, შემაკავებელი ორდერის დარღვევისაშიც ბრალდებულია.

42 წლის ქალის მკვლელობის საქმე, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ მიხეილ სუხიშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა