ქალმა ფიტნესის ინსტრუქტორს დამღლელი ვარჯიშების გამო სასამართლოში უჩივლა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
მოსკოვის მკვიდრმა ქალმა ფიტნეს ინსტრუქტორს სასამართლოში უჩივლა.
ქალი ამბობს, რომ ინსტრუქტორი მას ძალიან დამღლელი ვარჯიშის გაკეთებას აიძულებდა, რამაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
40 წლის ქალის თქმით, ფიტნეს ტრენერმა ყურადღება არ მიაქცია კლიენტის ჩივილებს ვარჯიშის დროს. ვარჯიშის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაზარალებულს განუვითარდა ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რაზეც ტრენერმა უპასუხა, რომ ეს ნორმალურია. შედეგად ქალი საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა და ახლა რეაბილიტაციას გადის.