სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს - მამუკა მდინარაძე
ის რა „ნაცია“, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. პირველი სხდომის პარალელურად შეძახილებს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შესაბამისი განცხადებით მდინარაძე გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას პარლამენტის პირველის სხდომის დღეს, 25 ნოემბერს.
მდინარაძის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანას განვითარებას გააგრძელებს.
„უკვე იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ, უფრო მყარად ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ეროვნულ-დამოუკიდებელ ქმედებებში უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამიტომ არის გაცილებით დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო - მაშინ 2%-ი იყო გაყალბებული მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 თასზე მეტით. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს შეყოლა, ამიტომ არის ის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებზე ირონიის გარეშე ვერ ვსაუბრობთ. რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანა განვითარებას განაგრძობს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!“ - გადატრიალებისკენ მოწოდება უწოდა.
„ეს არის გადატრიალებისკენ მოწოდება, მშვენიერ ნომერშია სააკაშვილი, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.