თეგებით ძიება

„დიდი მადლობა, რომ რომ ინფექციონისტების დასაქმებაზე ზრუნავთ და ამდენი დაზიანებული მილის წყალობით, პაციენტები მუდმივად ჰყავთ“ - რა ხდება დიდ დიღომში?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სარკასტულ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერიას და GWP-ს მიმართავს:

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power

ბევრ ადამიანს აწუხებს დიარეა. დიარეული დაავადებების გამომწვევ მიკრობებს შორის დიდი ნაწილი წყლით გადაეცემა, რაშიც დაზიანებული კანალიზაციის თუ სასმელი წყლის მილების როლი ძალიან დიდია. ეს კი, დამეთანხმებით, მრავლად არის ჩვენს ქალაქში. წყლით შეიძლება გადაეცეს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები (შიგელა, ჯიარდია, ეშერიხია, კრიპტოსპორიდია, ნოროვირუსი და კიდევ მრავალი სხვა). 

დიდი მადლობა ქალაქის მერიას და GWP-ს, რომ ინფექციონისტების დასაქმებაზე ზრუნავთ და ამდენი დაზიანებული მილის წყალობით პაციენტები მუდმივად ყავთ. ეს ცუდი იომორი იქით იყოს და წარმოიდგინეთ, რამხელა რისკს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას ფოტოზე და ვიდეოზე წარმოდგენილი ანტისანიტარია. ეს ჩემს ქუჩაზე ხდება, დიდ დიღომში, სადაც კვირების წინ საშინლად გადათხარეს ქუჩა, ისე, რომ გავლა შეუძლებელია  მანქანითაც და ფეხითაც. ამას დაემატა ის, რომ მილი დააზიანეს და ტბა წარმოიქმნა, სადაც მოჩუხჩუხებს წყალი, რომელიც არ ვიცით, სასმელი წყალია თუ კანალიზაცია, თუმცა ორივე კატასტროფაა. აქვე უნდა ითქვას, რომ სულ ორიოდე თვის წინ ზუსტად აქ გამოცვალეს მილები, რასაც რამდენიმე კვირა დაჭირდა და ამ პერიოდში წყლის მიწოდება ხშირად იზღუდებოდა. 

გასაგებია, რომ ქუჩის გადათხრა კარგ მიზანს ისახავს - ასფალტის დაგებას, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ისე დაიგეგმოს, რომ გადათხრის შემდეგ კვირაობით არ იყოს ასე მიტოვებული, მითუმეტეს მილის დაზიანების შემთხვევაში და რაღაც თანმიმდევრულობა იყოს დაცული,  რომ ადამიანებს ჯოჯოხეთად არ ექცეთ სახლში შესვლა და გამოსვლა და ჯანმრთელობის რისკი არ შეექმნათ - წერს მაია ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა