თეგებით ძიება
13. 02. 2024 ვიდეო

"ყოველი დღე შიშით დაძინება, შიშით გაღვიძება" - ხულოს დამეწყრილ სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

გასულ კვირას ხულოში, სხალთის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. სხალთა-ხიხაძირის ხეობაში ჩამოშლილია მთის ფერდობი. 100-ზე მეტი ოჯახი სახლებიდან გაიყვანეს, თუმცა ათობით ოჯახი კვლავ საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ისინი ითხოვენ ადგილზე გეოლოგების ჯგუფი ავიდეს, შეისწავლონ ტერიტორია, ასევე გამოიყოს ალტერნატიული ფართები. 

"ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სკდება, ახლოს ვერ მივდივართ, თან და თან იმატებს, ველოდებით მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ახლა რაღა გამოასწორებს გაღმა უბნისკენ, გამოღმა უბნისკენ, ყველგან დატბორილია სულ. საშიშორება მოელის ფაჩხის მიმართულებით გზასაც. შეუძლებელია გადასვლა, მოძრაობა. ვერ მიხვალ ვერაფერი. მე გახიზნული ვარ სოფელ ფაჩხახში ზანდალაძის ოჯახში ვარ დროებით, პირუტყვი მყავს, სადმე არ მაქვს წასასვლელი", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი მერად შავაძე ყვება, რომ სხალთის გარდა რთული ვითარებაა სოფელ გელაძეებში, ასევე, კურორტ გოდერძის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე, სადაც რამდენიმე ადგილზე ჩავიდა მეწყერი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ეშინიათ გზებზე გადაადგილებისაც:

"ყოველი დღე შიშით დაძინება, შიშით გაღვიძება. შემოვლითი გზაც რომც იყოს, ერთი გზიდან როცა მივდივართ, მეორე გზას ველოდებით როდის დაგვემხობა თავზე. გაქცევაც რომ მოიფიქრო ადამიანმა, რომელი გზით გაასწრებ". 

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრი, გია აბულაძე ამბობს, რომ გაურკვეველია ათობით ოჯახის ბედი, მისივე თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან საჭიროა თანხების გამოყოფა, რათა ამ ოჯახებისთვის მთავრობამ საცხოვრებელი სახლები იყიდოს.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა