თეგებით ძიება

კვირებში უნდა მორჩეს ეს ხელისუფლება. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწრაფად ან არ მოხდება, არასდროს - ნიკა გვარამია

პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდეს იმ შენობაში. ცესკოს უნდა შევუშალოთ ხელი, რომ არ თქვას ის, რაც არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

ორშაბათს იწყება აქციები, ზოგადად. იქნება პირველი დღე. ის, რომ გრძელვადიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი ან ერთწლიანი გეგმა დაიდოს, ჯერ ეს ერთი, ერთწლიანი კი არა კვირების ამბავია ეს. კვირებში უნდა მორჩეს ეს ხელისუფლება. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწრაფად ან არ მოხდება, არასდროს, უნდა გვესმოდეს.

პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდეს იმ შენობაში. ცესკოს უნდა შევუშალოთ ხელი, რომ არ თქვას ის, რაც არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებას. იქნება სასამართლოები, მაგრამ ჩვენ, პირადად, არ ვაპირებთ ჩაყოლას ამ ჭაობში, რასაც ჰქვია: გაასაჩივრე - წააგე, გაასაჩივრე - წააგე.

ერთი გამოსავალი ექნება "ქართულ ოცნებას", როგორც "ვარდების რევოლუციის" დროს, შევარდნაძის სასამართლომ, გააუქმა არჩევნები, რადგან პოლიტიკური წნეხის გამო სჭირდებოდა, არჩევნების გაუქმება, ფორმალური საფუძველი არსებობდა, ვგულისხმობ, შევარდნაძის პერიოდს“, - განაცხადა გვარამიამ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა