თეგებით ძიება
26. 02. 2024 ვიდეო

"საქართველოში ყოველი მე-4 ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია“ - ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ? (ვიდეო)

ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ?

აღნიშნული თემის შესახებ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ქეთევან შუბაშვილმა და თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრეს.

"სექსუალური შევიწროების რეაგირების მექანიზმი არის დოკუმენტი, რომელიც ინერგება ორგანიზაციებში, ეს შეიძლება იყოს საჯარო უწყებები ასევე კერძო კომპანიები.

მისი ძირითადი მიზანია სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება. ვიცით, რომ სექსუალური შევიწროება გავრცელებული ფენომენია, ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, სხვადასხვა სფეროში.

ყველაზე დიდი წილი მოდის შრომით ურთიერთობებზე, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სამუშაო სივრცეში.

ამიტომ მსგავსი მექანიზმებით, დამსაქმებლები, თბილისის საკრებულო და მერია, აცხადებენ, რომ სექსუალური შევიწროება არ იქნება შეწყნარებული დასაქმების ადგილზე.

ამ დოკუმენტით თანამშრომლებს აუხსნიან თუ რა არის სექსუალური შევიწროება და შემდეგ უკვე თანამშრომლები, რომლებიც უკვე ინფორმირებულები იქნებიან ამის შესახებ, უფრო მარტივად შეძლებენ მოახდინონ იდენტიფიცირება, მიხვდნენ არიან თუ არა თავად სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, ან თუნდაც პოტენციური შემავიწროებლები.

თავი შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ ის პროცედურები, რაც ამ მექანიზმით არის დადგენილი“, - განმარტავს ქეთევან შუბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა