თეგებით ძიება
27. 02. 2024 ვიდეო

რა ხდება ამ წუთებში ქედაში, სადაც ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა - კადრები ადგილიდან (ვიდეო)

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.

ფოტო: 25tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა