თეგებით ძიება

ეს კვირაა, ყველა მეკითხება მართლა მიიღებენ ამ კანონს თუ არაო ყველას აბსოლუტურად გულწრფელად ვპასუხობ და აქაც დავწერ, რომ - არა. ვერა და არა - ბრაჭველი

იურისტი საბა ბრაჭველი საკუტარ ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს:

ეს კვირაა, ყველა მეკითხება მართლა მიიღებენ ამ კანონს თუ არაო

ყველას აბსოლუტურად გულწრფელად ვპასუხობ და აქაც დავწერ, რომ - არა. ვერა და არა. 

ეს არ არის ჩვეულებრივი კანონი, თუნდაც მავნე, რომელიც აქამდე ბევრჯერ გაგვიპროტესტებია. ეს არ არის თუნდაც პროპორციული არჩევნები, რომელსაც დაგვპირდნენ და გადაგვაგდეს - არჩევნების უფლება მაინც შეგვრჩა მაშინ.

ეს არის ამ ქვეყნის რუსეთიზაციის და რუსიფიკაციის კანონი. ეს კანონი აუქმებს არჩევნებს და აუქმებს დემოკრატიას. ეს კანონი კეტავს ევროკავშირის კარს და აღარ დარჩა დიპლომატი, რომელსაც ეს არ ეთქვას.

მე, ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ საერთო, გადამწყვეტ ბრძოლაში, ჩვენ ბოლომდე ვერ გავალთ, ან რომ ხალხი არ გამოვა საკმარისად, ან რომ დაგვეზარება, ან რომ... რაიმე.

6 თვის ნალოლიავები, არაადამიანური ფულის, პარტაქტივის და ადმ. რესურსის გამოყენებით ნაშენები პროპაგანდა 6 დღეში ჩამოეშალათ. ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებდა, დაინახა, რომ ერთ მხარეს დგას ევროპა და ცივილიზაცია, ხოლო მეორე მხარეს - კრემლი, პესკოვი და დუგინი. 

ხელისუფლება წელს კიდევ უფრო უტიფარია. ფეხებზე დაიკიდეს საერთაშორისო დასკვნები, სასამართლოები, ლიდერები. ცდილობენ ითამაშონ, რომ არ აინტერესებთ არც ხალხის აზრი. სინამდვილეში, აინტერესებთ რომელია, ნერვიულობენ, თან მაგრად. ჩვენზე კარგად იციან - ორჯერ ამდენი ხალხის მისვლა პარლამენტთან და რობოკოპების გამოყვანის რესურსიც კი აღარ შერჩებათ. მთელი მათი ბლეფი იმაზე დგას, რომ ერთ დღეში დავიშლებოდით.

ამიტომაც არის აუცილებელი და სასიცოცხლო, რომ არ დავიღალოთ, დღესაც გავიდეთ და ვიყოთ კიდევ უფრო ხმაურიანი, ვიდრე გუშინ.

შეიძლება გუშინ, კომიტეტზე მისული ხალხის რაოდენობა "არ შეემჩნიათ" (როგორც წინა წელს), მაგრამ დღეს პლენარული სხდომა და პირველი კენჭისყრა იქნება. მთელი პარლამენტი დაისხამს თავზე ლაფს - უკვე მეორეჯერ - და თავს მოღალატედ გამოაცხადებს.

ჰოდა, მჯერა, რომ პარლამენტარებად წოდებულების სირცხვილი მათივე თავებზე დარჩება და ხალხი სირცხვილს ავირიდებთ. ესეც - როგორც წინა წელს.

მჯერა, რომ დღეს კიდევ უფრო ხმამაღალი, მტკიცე და დაუღალავები ვიქნებით

მჯერა, რომ ამჯერადაც გაიმარჯვებს ამ ქვეყნის თავისუფლება

შეუძლებელია, სხვანაირად მოხდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა