თეგებით ძიება

"პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა" - რა ფოტოს აქვეყნებს დაშლის დროს დაშავებული მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი?

მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას ესწრებოდა ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

"პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა 

მადლობა ვინც მეძებდით,

ვინც მიპოვეთ

ვინც მკითხულობეით და მკითხულობთ

ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად

ჩემთან ერთად არის კიდევ მასწავლებელი ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა იქნებ უთხრათ

ბოკერიაში ვართ

ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს არ ვიცი არც ერთის სახელი მაგრამ ადამიანები არიან", - წერს ლევან ბუდაღაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა