თეგებით ძიება

„მედვედევს, დუგინს რაც მოსწონს, ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2×2 – ოდესმე ხომ მოკვდებით, დაინგრევა თქვენი იმპერია, გავთავისუფლდებით თქვენგან“- „ოცნების“ დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი

„მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს – ჩვენ ავტომატურად, უკითხავად, უსიტყვოდ არ მოგვწონს, 2×2“, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი, ირო ცაგარეიშვილი.

იგი ყურადღებას რუსული იმპერიალიზმისგან გათავისუფლებაზე ამახვილებს და წერს, რომ ამ გავლენებისგან გავთავისუფლდებით.

დეპუტატის შვილი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას აზიარებს და წერს:

„ოდესმე ხომ მოკვდებით. და თქვენს სიკვდილსაც ხომ ვიზეიმებთ. და ოდესმე ხომ დაინგრევა თქვენი იმპერია, ჩვენს დროს თუ ჩვენი შვილების დროს, არ აქვს მნიშვნელობა. და ხომ გავთავისუფლდებით თქვენგან, თქვენი გავლენებისგან, თქვენი მოწონებული საქციელებისგან.

მაგ დღეზე ოცნებით იმდენი ადამიანი ვცხოვრობთ, რომ ახდება“, – წერს ირო ცაგარეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა