თეგებით ძიება

„არა რეპრესიებს“ - რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობს

„არა რეპრესიებს“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახები და ახლობლები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობის მიმართულებით მიემართებიან.

მათ თან აქვთ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები და აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს. დემონსტრანტები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. გარდა ამისა, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, მათი თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას და არ არის სანდო.

საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია, ამ დროისთვის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა