თეგებით ძიება

„ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იმიტომ, რომ ახლა ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული - ლევან მაჭავარიანი

„ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ისინი ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული, თუ ჩვენი მხრიდან ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„თუ რაღაცა კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ხდება, რომელიც არის ნეიტრალური, მაგრამ არ ჯდება იმ კონკრეტულ მომენტში რადიკალური ოპოზიციის გეგმებსა და ნარატივში, ვერც ამას ვერ დაბლოკავენ და რა თქმა უნდა მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველანაირ ინფორმაციას გაეცნონ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა