ივანიშვილის რეჟიმისთვის ყველაფერი, რაც ქართული და მშობლიურია, არის უცხო - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ მოგებული ფინეთის გრანტის შესახებ წერს, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ გაუპატიურების მსხვერპლი ქართველი ქალების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების პროექტისთვის გადაეცათ.
ზუსტად ერთი წლის წინ მიუციათ 🇫🇮 🇬🇪 და შედეგს კი ნახავთ 22-25 აპრილის განმავლობაში.
ყველა დაინახავს, ფინეთის დახმარებით, როგორ ვემსახურებით ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის სრულიად უცხო, ხოლო ქართველებისთვის - მშობლიურ და უძვირფასეს ინტერესებს.
ივანიშვილის რეჟიმისთვის ყველაფერი რაც ქართული და
მშობლიურია, არის უცხო.
ის ქართული წარმომავლობის რუსია!
და სრულიად ბუნებრივად რაცხავს ქართულს უცხოდ - წერს ჩერგოლეიშვილი.