თეგებით ძიება

სააკაშვილმაც ჩაატარა მიტინგი სტადიონზე 2012 წლის 29 სექტემბერს, მაგრამ რა მოიგო კი ვნახეთ - ზვიად ტომარაძე

ჩამოსაშორებელი ხართ მართვის სადავეებს, მაგრამ ოპოზიციაც რომ თქვენზე ბედოვლათია, მაგაშია პრობლემა - „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალური ქსელის საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს.

სააკაშვილმაც ჩაატარა მიტინგი სტადიონზე 2012 წლის 29 სექტემბერს, მაგრამ რა მოიგო კი ვნახეთ... 

დარწმუნებული ვიყავი ხელისუფლება კონტრაქციის ჩატარებას რომ ეცდებოდა, მაგრამ მეგონა შარშანდელივით წელსაც თავის კონტროლირებად პერსონებს დაავალებდა და თვითონ ხალხის მობილიზაციასა და ლოჯისტიკაში დაეხმარებოდა, თუმცა შევცდი, თვითონ აპირებს 29 აპრილს და ხვდებით მაინც რა მარაზმია ხელისუფლება თვითონ რომ ატარებს მიტინგს?:) არადა 3,7 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენებას სურვილი და მონდომება სჭირდება და ამისთვის 12 წელი საკმარისზე მეტია, თქვენც დიდი ხანია ჩამოსაშორებელი ხართ მართვის სადავეებს, მაგრამ ოპოზიციაც რომ თქვენზე ბედოვლათია, მაგაშია პრობლემა... - წერს ტომარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა