თეგებით ძიება

"26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! აუღებელი პენალტის დღე დადგება" - როინ ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება რომელ მხარეს ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში” თქვენ ალბათ იმას აკეთებთ რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!", - წერს გიორგი ქოჩორაშვილის მამა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა