ვულოცავ ხარებას (ზვიად ხარაზიშვილს) და ვაჟა სირაძეს საერთაშორისო აღიარებას - რას წერს ნიკა გვარამია?
პარტია „მთავარის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
ვულოცავ ხარებას (ზვიად ხარაზიშვილს) და ვაჟა სირაძეს საერთაშორისო აღიარებას: დღეს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მათი სახელები გაჟღერდა, როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე შემაფერხებელი პირების, ვინც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
ვულოცავ და გულმხურვალედ ვუსურვებ დასანქცირებას! - წერს გვარამია.