თეგებით ძიება

აქციაზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს მოსამართლემ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, სანდროს ჯოხაძესა და გიგა ბერაძეს, 2 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს და უთხრეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ორივე პირი – სანდრო ჯოხაძე და გიგა ბერაძეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს, ცალ-ცალკე 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაციისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილის აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლის, სანდრო ჯოხაძის და მისი ძმის, გიგა ჯოხაძის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა.

სანდრო ჯოხაძის თქმით, მან ვერ იცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა და თქვეს, რომ ჯოხაძე სწორედ მან დააკავა.

„ჩემი დაკავება ასე მოხდა: სპეცრაზმელებმა მცემეს, გამატარეს კორდონი. მეორე პოლიციელი საერთოდ ვერ ვიცანი. ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ.

ერთ-ერთი ამბობს, რომ პოლიციელებს ვაგინებდი, მეორე ამბობს, რომ არ ვიგინებოდი. ერთი ამბობს, რომ სპეცრაზმმა შემიყვანა, მეორე ამბობს, რომ თვითონ დამაკავა”. – თქვა სანდრო ჯოხაძემ სასამართლო პროცესზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა