თეგებით ძიება

„დასავლეთის ასეთი "დაძალება" და "ზეწოლა" რომ არა, ჩვენ დღეს იქაც არ ვიქნებოდით სადაც ვართ“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„ხელისუფლება გვიმტკიცებს, ევროკავშირი რაღაცებს გვაძალებს, თავზე გვახვევს, ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს. ასეთი ევროპა არ გვინდაო.

აქედან პასუხობენ, ევროკავშირში ეკონომიკური განვითარება, მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიებია, ამიტომ გვინდაო.

სინამდვილეში უპირველესად ევროკავშირი ჩვენთვის სწორედ იმიტომ არის კარგი და აუცილებელი, რომ რაღაცებს "გვაძალებს". 

აქ მთავარია, რას "გვაძალებს" ის და რას ითხოვს ჩვენგან.

ესაა დემოკრატიული რეფორმები: ადამიანის უფლებები, სასამრთლოს დამოუკიდებლობა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.  ანუ ყველაფერი ის, რაც აუცილებელია იმისთვის, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად რომ შევდგეთ.

ზოგადად დასავლეთის ასეთი "დაძალება" და "ზეწოლა" რომ არა, ჩვენ დღეს იქაც არ ვიქნებოდით სადაც ვართ. გაქანებული დიქტატურა რომ არ ვართ, დიდწილად სწორედ დასვლეთის ასეთი "ზეწოლის" შედეგია.

ისინი ასეთ ზეწოლას ახდენედნენ შევარდნაძეზე, როცა აქ ბეიკერი გამოგზავნეს და საარჩევნო რეფორმის გატარება მოთხოვეს, რომ არჩევენები სამართლიანად ჩატარებულიყო. ასეთ ზეწოლას ახდნენდნენ მიშაზე, როცა მან მმართველობის ბოლოს აფრები აუშვა და პუტინივით პრემიერის რანგში მოინდომა ქვეყნის მართვის გაგრძელება. დასავლეთის ზეწოლის დამსახურება იყო ბიძინას საერთოდ არჩევნებში მონაწილოების უფლება რომ მიეცა, თორემ მიშამ, გახსოვთ, მოქალაქეობა ჩამოართვა სწორედ იმისთვის, რომ არჩევნებში არ მიეღო მონაწილოება და მხოლლდ დასავლეთიდან ზეწოლის შემდეგ შეცვალა კანონი. ასევე დასავლეთიდან ზეწოლის შედეგად მოუწია "მასტ ქერის" კანონის მიღება, რაც ყველა საკაბელო ტელევიზიას ავალდდბულებდა ოპოზციური არხებიც ჩაერთოთ. ამ ზეწოლამდე ოპოზციურ არხებს  საკაბელოები ხელსისუფლების შიშით არ რთავდნდნ, გემახსოვრებათ და რეგიონებში ხალხი მარტო სამთავრობო ტელევიზიებს უყურებდა. 

ასეთი "ზეწოლის" უმარავი ფაქტია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უფრო დემოკრატიულად აქცია. სწორედ ეს "ზეწლა" და "მოთხოვნები" განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის წინსვლას რეფორმების გზით და არა ევროკავშირში შესვლა. უკეთესი ქვეყანა ჩვენ ევროკავშირში შესვლით კი არა, ამ "ზეწოლის" და რეფორმების საშუალებით ვხვდებით ევროკავშირში შესვლა ამ ყველაფრის შედეგი იქნება მხოლლდ.  

სამაგიეროდ, რუსეთი არ მოითხოვს არაფერს დსთ-ში დაბრუნენა რომ მოვინდომოთ. იქ დასაბრუნებლად მთავარი ჩვენი სურვილი იქნება.  ევროკავშირისგან გაანსხვავებით პირდაპირ გაგვიღებს კარს. არც ამ კანონის საწინააღმდეგო ექნება რამე, არც სასამართლოს დამოუკიდებლობას მოგვთხოვს და არც კორუფციასთან ბრძოლას.

თქვენი ლოგიკით, რა გამოდის, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ სუვერენიტეტს პატივს სცემს?“

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა