თეგებით ძიება

"სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ! მე­ცო­დე­ბით მარ­თლა, ვინც 1%-ით მა­ინც უშ­ვებს, რომ ზურა შეიძლება რა­მის გამო გა­ი­ყი­დოს" - ლენუკა ყიფშიძე მამის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება

ლენუკა ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარს - "რას იზამ, ნა­ტა­ლია, ბა­ბუ­ა­შენ­მა დიდი ხა­ნია თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ის პა­ტი­ვის­ცე­მა რაც ხალ­ხში ჰქონ­და ბი­ძოს ვერ­ცხლში გაც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ დო­ნე­ზე მიჰ­ყავთ ჩვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, სპორ­ტის და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ვერ­ცხლზე იყი­დე­ბი­ან" - სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იმ­დე­ნი ჩვენ 100 წელი ჯან­მრთე­ლო­ბა, რაც მა­მა­ჩე­მი ოდეს­მე ვინ­მე­ზე გა­ი­ყი­დოს. თქვენ მარ­თლა ბრბო.

მე­ცო­დე­ბით მარ­თლა, ვინც 1%-ით მა­ინც უშ­ვებს, რომ ზურა რა­მის გამო გა­ი­ყი­დოს. მარ­თლაც აზ­რზე მო­დით რა! სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ და ზუს­ტად თქვენ ხართ ის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ფუ­ლის გამო ტრ...ს მის­ცემთ ყვე­ლას. ჯერ ზუ­რამ­დე მო­ვი­დეს ვინ­მე და გა­ბე­დეთ და პირ­ში უთხა­რით რამე" - წერს ლენუკა ყიფშიძე.

ცნობისთვის, "TV პირველის" ეთერში ნატალია ყიფშიძის გამოთქმულ მოსაზრებას მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა, რის გამოც ცნობილი მსახიობი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.

"ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?" - მიმართა ზურაბ ყიფშიძემ შვილიშვილს.

ნა­ტა­ლიამ ზურა ყიფ­ში­ძის კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად კი დაწერა:

"მეც ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ, ბა. მო­გე­წე­რა ან და­გე­რე­კა, ასე თუ შეგ­ტკი­ვა გული. მეც არ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არ მოგ­მარ­თავ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხალ­ხოდ. სამ­წუ­ხა­როა ნამ­დვი­ლად".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა