თეგებით ძიება

მანდატურს ვთხოვ, ქალბატონ ხატიას დამამშვიდებელი მიუტანოთ. სალომე სამადაშვილს დამამშვიდებელიც არ შველის - ანრი ოხანაშვილი

„რამდენს გიხდიან იმაში, რომ სულ „რუსული, რუსული“ იძახოთ? არ გრცხვენიათ? არგუმენტებს როცა ისმენთ, საპასუხო საუბარს ნუ იწყებთ. მშვიდობა ხომ გაქვთ, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?“, - - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„რამდენს გიხდიან იმაში, რომ სულ „რუსული, რუსული“ იძახოთ? არ გრცხვენიათ? არგუმენტებს როცა ისმენთ, საპასუხო საუბარს ნუ იწყებთ. მშვიდობა ხომ გაქვთ, წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?“, - მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მან, ასევე, პერსონალურად მიმართა „ევროოპტიმისტების" წევრ ხატია დეკანოიძეს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ბექა ლილუაშვილს.

„უცხოურ ორგანიზაციაში თანამდებობისთვის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა რომ დათმეთ, მორალური უფლება არ გაქვთ, აქ ბევრს რომ ლაპარაკობთ. ქალბატონო ხატია, ნუ ღიზიანდებით იმაზე, რაც თქვენ გააკეთეთ. მანდატურს ვთხოვ, ქალბატონ ხატიას დამამშვიდებელი მიუტანოთ. სალომე სამადაშვილს დამამშვიდებელიც არ შველის...

ხმას დაუწიე და როცა საშუალებას მოგცემ მაშინ გააღე ეგ პირი. ბექა, გაფრთხილებ, დამშვიდდი, სახე შეინარჩუნე. მესმის, რომ ღალატი მძიმეა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა