თეგებით ძიება

გმირთა მოედანი მომიტინგეებმა გადაკეტეს - აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონ-პროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქცია პარლამენტის შენობის წინ 7 საათისთვის დაანონსდა. პარალელურად, გმირთა მოედანი მომიტინგეებმა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან და მარშით რუსთაველისკენ გადაინაცვლებენ. მომიტინგეები სავალ ნაწილზე ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში იქნება.

მთავარი მოთხოვნა უცვლელია - სახელისუფლებო გუნდმა სადავო ინიციატივა გაიწვიოს.

ფოტო: ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა