თეგებით ძიება

"12- 20 რობოკოპი თავს დამესხა, დამიჭირეს, დამაგდეს, მცემდნენ"- რუსული კანონის მოწინააღმდეგე ამერიკელი იურისტი

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, თავს დაახლოებით 20 სპეცრაზმელი დაესხა. ჯონასს სახეზე დაზიანებები აღენიშნება:

მინდოდა პროტესტი გამომეხატა. ხელში ევროკავშირის დროშაც მეჭირა. დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც სრული სიწყნარე იყო, არც დაპირისპირება სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მოულოდნელად გამოუშვეს წიწაკის სპრეი და დაიწყეს ხალხის ცემა მძიმე აღჭურვილობით. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ჩვენ კი რობოკოპების ძალადობის წინააღმდეგ, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. დაახლოებით 12, ან 20 ადამიანისგან შემდგარი რობოკოპების ჯგუფი, ჩემს წინ 20 მეტრში იდგნენ, გამოიქცნენ, თავს დამესხნენ...შოკში ვიყავი, დამიჭირეს, მიწაზე დამაგდეს, მცემდნენ და მათრევდნენ. პარალელურად მიყვიროდნენ, ძალადობდნენ. მე წინააღმდეგობა არ გამიწევია" - ამბობს იურისტი ტედ ჯონასი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა