თეგებით ძიება

უნდა განვაგრძოთ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეაწუხებს და უკან დაახევინებს - ნიკა სიმონიშვილი

ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეაწუხებს და უკან დაახევინებს, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, საზოგადოება დღეს კიდევ უფრო მეტად ხვდება, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დამაზიანებელი ქვეყნისთვის.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ის აქციები, რომელიც თბილისში და არა მარტო თბილისში, უკვე მთელ საქართველოში მიმდინარეობს. კარგია, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ხვდება, როგორი დამაზიანებელია ეს კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს. ეს არის კანონი, რომელიც ქვეყანას წაათრევს უკან, წარსულში. ეს კანონი იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას და აპირისპირებს საზოგადოებას. ხელისუფლება აღარ ელაპარაკება საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც საწინააღმდეგოს ფიქრობს ამ კანონზე. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეაწუხებს და უკან დაახევინებს. თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს. ეს პროტესტი გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლება უბრალოდ ვეღარ შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა