თეგებით ძიება

Tia.ge-ს კვლევა: გამოკითხულთა 61% არ ემხრობა სადავო კანონპროექტს, 28% ემხრობა, ნეიტრალურია 11%

საინფორმაციო სააგენტო Top Informational Agency (Tia.ge) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. გამოკითხულს რესპოდენტებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: "ემხრობოდნენ თუ არა უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონოპროექტს და რა დამოკიდებულება ჰქონდათ მასზე?" 1-2 მაისს გამოიკითხა 500 ადამიანი.

შედეგები ასეთია:

  • არ ვემხრობი, უარყოფითად ვუყურებ - 60%
  • ვემხრობი, დადებითად ვუყურებ - 28%
  • ნეიტრალურად ვარ განწყობილი - 11%

ისინი ვინც არ ემხრობოდნენ მთავარი არგუმენტი იყო, რომ კანონი დაგვაშორებს დასავლეთს, ასევე მეორე არგუმენტი იყო უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. მომხრეები ასახელებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ფინანსურ გამჭირვალობასა და სტაბილურობის შენარჩუნებას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა