ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ემიგრაციაში წავედი, ჯენზის თაობა, ჩემი მეგობრები და პროევროპული საზოგადოებაა! - ილია ლეჟავა
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ილია ლეჟავა სოციალურ ქსელში ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე წერს:
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ემიგრაციაში წავედი, ჯენზის თაობა, ჩემი მეგობრები და პროევროპული საზოგადოებაა!
სამწუხაროდ მათ გასაგებ ენაზე, ვერასდროს შევძელი საუბარი!
ვერც ვაშაძესა და სალომეს შორის გასაკეთებელ სწორ არჩევანზე, ვერც შრომის ინსპექციის საჭიროებაზე, ვერც სოლიდარული გაფიცვის უფლების მნიშვნელობასა და ვერც სხვა ევროპული სტანდარტებისა თუ რეგულაციების დანერგვის გზაზე, რის შესახებაც ათობით გაფიცვისა და საპროტესტო აქციის მთავარი ორგანიზატორი გახლდით ბოლო 10 წლის მანძილზე…
2012 წელს, თავისი პირველი საპარლამენტო გამოსვლა, ივანიშვილმა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების კრიტიკით დაიწყო - ,, გაფიცვა რკინიგზაში, აშკარად მართულია, რადგან რკინიგზელებს საკმაოდ კარგი ხელფასი აქვთ…”
ამ დროს ამ კაცს მთელი ერი აღმერთებდა!
სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი დევნა, შანტაჟი და შევიწროება, თუმცა ერთხელაც კი ვერ გამტეხეს…!
ვინც ახლოს მიცნობს, ეცოდინება რამდენად მოწყვლადიც ვარ ჩემი ფიზიკური მონაცემებითა და პირადი ცხოვრებით…
10 წელი ვებრძოლე, ვეომე და გავიმარჯვე ,,ქართულ ოცნებაზე”!
მაშ ვის გავექეცი?!
ქვეყნის დატოვების მყარი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როცა ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა ლანძღვა დამიწყეს! ლამის ჯვარზე გამაკრა ბაბლმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომეს აქტიურად მხარდაჭერის გამო!
გინება და ლანძღვა არ მომაკლეს საკანონმდებლო დონეზე შრომოს რეგულაციებისა და შრომის ინსპექციის ჩონჩხის აგების გამო…
ყველა ის სიკეთე (40%), რაც ოთხას გვერდიან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიდან უკვე შესრულებული გვაქვს (თავი XXX), სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემი და ჩემი გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგია…
. შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების სტანდარტები;
. შრომის ინსპექცია;
. პერსონალური დაცვის ინსპექცია;
. საპენსიო რეფორმა;
. ქალებისა და უმცირესობების უფლებები;
.საკონსტიტუციო ცვლილება პროგრესულ გადასახადებზე;
ერთადერთი რაც გვაკლია, არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუტების სათანადოდ ამოქმედების პოლიტიკური ნებაა..!
სწორედ ამიტომ, მე ჩემი მისია შესრულებულად ჩავთვალე, ჩემი დადებული აგური მყარადაა ჩაბეტონებული ევროინტეგრაციის გზაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ვინც წლების წინ მაგინებდა, დღეს თავად იცავს კბილებით ამ სიკეთეებს!
კი ევროპას!
ჩვენ მზად ვართ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის და დიახ, მყისიერი იქნება ქართველი ხალხისთვის ყველა ის ბენეფიტი, რაც ევროპას გააჩნია, რადგან ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, ნამდვილად ყველაზე ახლოსაა ევროპასთან.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე ლეგალურად ჩასვლოსა და თავშესაფარის მოთხოვნის უფლება მქონდა ყოველგვარი ბარიერების გადალახვის გარეშე, მე საფრანგეთი ავირჩიე! ქვეყანა რომელმაც ქართული რესპუბლიკის პირველი მთავრობა შეიფარა და ქვეყანა რომელმაც დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი გვაჩუქა! ♥️
🇬🇪გამარჯვება ძალიან ახლოსაა!
ასე ჯიუტად - წინ ევროპისკენ! 🇪🇺
პ.ს. მადლობა პრეზიდენტო ვეტოს გამოყენებისთვის სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili 👑 - წერს ილია ლეჟავა.