თეგებით ძიება

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება იქნება - თინა ხიდაშელი

„სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილება იქნება. როდესაც ამ სურათს ცოტათი დროში გაწელილად ვუყურებ, მშვიდად ვარ და აბსოლუტურად შემართული იმისთვის, რომ ეს გამარჯვება, რომელიც უკვე შემდგარია, ქაღალდზეც გადავიტანოთ. ჩემი მთავარი საწუხარი ის არის, აქედან 26 ოქტომბრამდე როგორ მივალთ. სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის წევრი იარაღს გიტრიალებს, ფოტოებს გვიდებს და ვიღაცებს შვილების მოკვლით ემუქრება, ძალიან რთულია. „ქართული ოცნება“ კუდის მოქნევის პროცესში ძალიან ბევრ სისასტიკეს ჩაიდენს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, როგორ მშიშარა ხალხთან გვაქვს საქმე. ჩვენ რომ ვერ გვიმკლავდებიან, ჩვენს შვილებსა და მშობლებს დაუკავშირდნენ, რომ როგორმე ტერორის განცდა შექმნან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა