თეგებით ძიება

კავკასიის უნივერსიტეტი ზვიად ქორიძემ დატოვა

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ზვიად ქორიძე ტოვებს. საკუთარი გადაწყვეტილების და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქორიძე სოციალურ ქსელში წერს: 

"ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის დაწერა, რადგან 16 წელი ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ეს უნივერსიტეტი.

როდესაც სტუდენტები იფიცებიან მაღალდემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, ეს პროტესტი არის სამართლიანი. მით უმეტეს, თუკი ამ ღირებულებებს ანადგურებს მთავრობა. ასეთი პროტესტი არათუ აზიანებს სასწავლო პროცესს, იგი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და აძლიერებს სტუდენტობის სამოქალაქო პათოსს. სტუდენტთა პროტესტი განაპირობა მთავრობის თავგასულობამ. სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ „უცხოელ აგენტთა კანონი“ მათ შეუზღუდავს თავისუფალი განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას.

სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება 38 უნივერსიტეტის რექტორი. დღეს გაფიცული სტუდენტების წინაშე ჩემს ვალდებულებებს სემესტრის ბოლომდე აუცილებლად შევასრულებ. მანამდე კი მათთან ერთად ვიბრძოლებ და მჯერა, რომ წარმატებით მოვუღებთ ბოლოს რუსულ კანონს"- წერს ქორიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა