თეგებით ძიება

აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მეგობრებს საქართველოს ხდელისუფლებაზე მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს. 

„45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან და მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ.

„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებასაც ეხმაურება და ტერორად აფასებს.

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა