ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ძლიერი ხანძრებს ამ ეტაპზე უკვე 16-მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები ადგილობრივმა სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
დაღუპულთაგან 11 იტონის ხანძარს, 5 კი პალისადის ხანძარს ემსხვერპლა. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
მეხანძრეებსა და მაშველებს, ასევე თვითმფრინავებს, ძლიერი ქარი უშლის ხელს ცეცხლის ლიკვიდაციაში. სინოპტიკოსების პროგნოზი კი, ამ მხრივ დამაიმედებელი არ არის, ნავარაუდევია, რომ რეგიონში ქარი უახლოეს დღეებში უფრო გაძლიერდება.