ტერორი ევროკავშირში! ყველას ვერ გაგვანადგურებთ!!! - ქართველიშვილი ფიცოს დაჭრაზე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს გადარჩენა და ჯანმრთელობა - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ტერორი ევროკავშირში! საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მთავრობის გასვლით სხდომაზე დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომელმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში. თავდამსხმელი დაკავებულია - დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას და ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს გადარჩენა და ჯანმრთელობა. ყველას ვერ გაგვანადგურებთ!!! - წერს ქართველიშვილი.