„სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო! თქვენს ქორწილში... ვერაფერსაც ვერ ვიზამო“ - სანდრო ელოშვილი ტრისტან სარალიძეს ემშვიდობება
27 მაისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. არსებული ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.
„დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის“ - რეჟისორი სანდრო ელოშვილი ტრისტან სარალიძეს ემოციური ფეისბუქ-პოსტით ემშვიდობება.
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა...
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას... ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის...
არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება...
ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს სახლში წაიყვანეთო...
უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა:
ბიჭებო! თქვენს ქორწილში... ვერაფერსაც ვერ ვიზამო ☺️
გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება...
რა მაგარია, არა?!
შენს მერე რომ ღიმილი რჩება...
შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების... - წერს სანდრო ელოშვილი.