თეგებით ძიება

„ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით!“ - „ოცნება“ აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას. ამის შესახებ სამხარაძე Facebook-ზე წერს:

ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და  ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!

არასამთავრობოები:

1),,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’

2),,თბილისი პრაიდი’’

3),,საფარი’’

4)მოძრაობა ,,ნაბიჯი’’

5)მოძრაობა ,,სირცხვილია’’

6),,სასამართლოს გუშაგი’’

7),,მთის ამბები’’

8 სტუდია მონიტორი’’

9)მოძრაობა ,,ტალღა’’

10),,სამოქალაქო საზოგადოების ფონდი’’ (სოროსის ფონდი)

11),,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’

12),,საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ - ბათუმი

13),,მწვანე სექტორი’’- ბათუმი 

პარტიები: 

1),,ლელო საქართველოსთვის’’

2),,გირჩი-მეტი თავისუფლება’’

3),,გირჩი - დროა’’

4),,ლელო საქართველო’’ - ახალგაზრდული

5),,ნაციონალური მოძრაობა’’- ცენტრალური

6)„ ახალი- გვარამია მელია

7),,ენმ’’- ბათუმი

8 ლელო’’- ბათუმი

9),,ახალი’’- ბათუმი - წერს სამხარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა