თეგებით ძიება

„ჯანმრთელი ბიჭუნაც დაიბადა“ - სასწრაფოს ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

თბილისში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს. ინფორმციას “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის 1709 ბრიგადის ექიმებმა პაციენტის ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანაში მშობიარობა მიიღეს.

დილის მისამართი 1709 ბრიგადას გადაეცა. გამოძახების ადგილზე მისულებს ახალგაზრდა ქალი 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში მარტო დახვდათ. აღმოჩნდა, რომ დედა მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად და მოულოდნელად მუცლის არეში ძლიერი ტკივილი დაეწყო. როგორც ექიმი თეა ნაჭყებია იხსენებს, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ქალს მალე მშობიარობა დაეწყებოდა და ამიტომ ბრიგადის ექიმებმა მომენტალურად მიიღეს გადაწყვეტილება ქალის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

ჰოსპიტალიზაციისას ქალს მშობიარობა დაეწყო და რამდენიმე წუთში ექიმების დახმარებით სასწრაფო დახმარების მანქანაში

ჯანმრთელი ბიჭუნაც დაიბადა.

თეა ექიმი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან მშობიარობა მიიღო და ამ პროცესში მონაწილეობამ მას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა.

#გვეამაყება

ექიმი- თეა ნაჭყებია

უმცროსი ექიმი- გიორგი კუბლაშვილი

მძღოლი- მერაბ ჯიქიძე

#შენისიცოცხლისგადასარჩენად“– წერია პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა