თეგებით ძიება

„ეს წესი რუსეთის აგენტების კანონში ორი კვირის წინ შევიდა“ - რას წერს რომან გოცირიძე?

კანონი იყოს, თორემ ცვლილებები მერე ნახეთ. ასეთია “ოცნების”  რუსული კანონის დაფარული “რეზერვები” - ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე რუსეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„რუსი ოპოზიციონერი ეკატერინა დუნცოვა გამოაცხადეს უცხოური გავლენის  აგენტად და ამით აეკრძალა მონაწილეობა რუსეთის ყველა დონის არჩევნებში. სოფლის საბჭოშიც კი ვერ იყრის კენჭს. ეს წესი რუსეთის აგენტების კანონში ორი კვირის წინ შევიდა. 

კანონი იყოს, თორემ ცვლილებები მერე ნახეთ. ასეთია “ოცნების”  რუსული კანონის დაფარული “რეზერვები”. 

არავინ უნდა აღასრულოს ეს კანონი.  არჩევნები უნდა ჩატარდეს პერმანენტული პროტესტის ფონზე და უნდა მივუჩინოთ რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე“ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა