თეგებით ძიება

შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - გია ხუხაშვილი

ექსპეტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რადგან ხელისუფლებამ ფაქტობრივად ფრონტის ხაზი გაატარა, გაყო საზოგადოება “მტრებად” და “მოყვრებად”, პრინციპით - “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია”, შესაძლებელია უკვე ვისაუბროთ ორ საარჩევნო არმიაზე, რომელიც ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის 26 ოქტომბერს.

გადავხედოთ, რა შენაერთებისგან შედგება ეს არმიები?

სახელისუფლებო არმია:

1. მედროვეების დივიზია;

2. აგრესიული კონფორმისტების დივიზია;

3. ქუჩის (კრიმინალური) სამყაროს დივიზია (დარბევა, დაშინება);

4. ტროლ-ბოტების სპეც.დანიშნულების რაზმები;

5. სტუდ-კავშირების ბრიგადები;

6. ყურმოჭრილი ბიზნესი;

7. სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული პოლკი;

8. ე.წ. “კონსერვატული”, სინამდვილეში პრო-რუსული ბრიგადები.

9. სუსი, პოლიცია, სპეც-რაზმები

10. საჯარო სექტორის “ზურგის”(არასაიმედო) ბრიგადები.

11. კრემლის სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.

ანტი-სახელისუფლებო არმია:

1. ახალი თაობის დივიზიები;

2. ახალი თაობის მშობლების დივიზია;

3. ოპოზიციური პარტიების ბატალიონები;

4. სამოქალაქო სექტორის ბატალიონები;

5. კულტურის სფეროს ბატალიონები;

6. საგანმანათლებლო სფეროს ბატალიონები;

7. საშუალო და წვრილი ბიზნესის დივიზია;

8. ემიგრაციის დივიზია;

9. ლიბერალური, ანუ პრო-ევროპული დივიზია.

10. კონტრ-პროპაგანდისტული პოლკები.

11. ევროპის და აშშ-ს სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა.

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელ არმიაში ეწერებით… - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა