თეგებით ძიება

„ვინ თქვა, ქართველებს ერთიანობა აკლიაო? მიუხვედრელობაში ხომ მაინც ვართ ერთიანნი“ - ივდით კუხიანიძე

ფილოლოგი და პედაგოგი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი ქართველი ექსპერტი წერს სტატუსს მიმდინარე მოვლენებზე  და ამბობს, რომ საქართველო მხარეა, ოღონდ ვისი მხარეა, არ წერს. 

შეესივნენ მკითველები : 

-- ვისი მხარეა?

 -- ვის გულისხმობთ? 

და პასუხი: 

" თუ ვერ მიხვდით , ეს თქვენი პრობლემაა"!

მერე ვიღაცამ იკითხა:

- მე კი მივხვდი, ვისი მხარეა, მაგრამ რატომ არის მხარე, ამას ვერ მივხვდი .

ექსპერტის პასუხი: 

- ქვემოთ მიწერია. 

ერთი ნაწილი ამ ტიპს შევესიეთ, მეორე ნაწილი -- ქვემოთა კომენტარებს, მაგრამ ტიპი გაქრა, ხოლო ქვემოთ არსად არაფერი ეწერა!

ვიღაცამ ისევ გაბედა:

- არ წერია და სად ვნახოთ?

ექსპერტის პასუხი:

- ზემოთ წერია!

ავყევით ზემოთ-- შენც არ მომიკვდე-- არსად არაფერი !

მერე ისევ იკითხა ვიღაცამ:

- ბატონო იმანო, არც ქვემოთ წერია და არც ზემოთ!  სად შეიძლება ვნახოთ? 

პასუხი: 

- პოსტში წერია!

კიდევ ერთხელ გადავიკითხეთ პოსტი ყველამ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდით და ერთმა ისევ დაწერა: 

- ვერ გავიგე და მითხარით, თუ შეიძლება?- ყელი გამოიგლიჯა...

და პასუხი: 

- ეგ თქვენი პრობლემაა!

დავიღალეთ ზემოთ - ქვემოთ სირბილით და პოსტის კითხვით, ის ტიპიც აღარ გამოჩნდა, აი, რომ მიხვდა,  თვალებიც ამოგვიღამდა, მაგრამ მაინც ვერაფერს მივხვდით და ბოლოს " ჩვენი პრობლემა" ასე გადავჭერით: 

- საქართველო ულამაზესი მ ხ ა რ ე ა !!!

პ.ს. ვინ თქვა, ქართველებს ერთიანობა აკლიაო?  

მიუხვედრელობაში ხომ მაინც ვართ ერთიანნი და კიდევ იმაში, რომ ბუნდოვნად ვწეროთ და, ჰო, კიდევ იმაში,  საქართველო რომ ულამაზესი მხარეა???“ - წერს ივდით კუხიანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა