ამ აეროპორტის გზაზე, ერთი მინიშნება რომ არსად ჰკიდია, მილიონიანი ქალაქისთვის ნორმალურია? - თეა გვასალია
ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:
ამ აეროპორტის გზაზე, ერთი მინიშნება რომ არსად ჰკიდია რამდენი კილომეტრი ან მეტრია დარჩენილი აეროპორტამდე, ან სად უნდა გადავუხვიოთ ტრასიდან, სწორია ეს ამბავი? ერთადერთი პატარა ტრაფარეტი, "აეროპორტი" რომ აწერია, ზედ ჩასახვევთანაა ფოთლებში შემალული. და თუ კარგად არ იცნობ თბილისს, ან უცხოელი ხარ ან ხშირად არ დაფრინავ და ასე ზეპირად არ გახსოვს გზა, უკეთეს შემთხვევაში ფართო შესახვევი გაცდუნებს და ორხევში აღმოჩნდები, უარესში _ კახეთში. შეკვეთილის და კარფურის სარეკლამო ბანერით რომ უნდა აუხსნა ადამიანს, სად გადაუხვიოს, თვითმფრინავმა რომ არ გაასწროს, ნორმალურია მილიონნახევრიანი ქალაქისთვის? - წერს თეა გვასალია.