თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

ტაილანდის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ტაილანდის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა“ იუწყება.

კანონი ძალაში შევა ქვეყნის მონარქის ხელმოწერიდან და გამოქვეყნებიდან 120 დღეში. ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინება დააკანონა.

აზიის ქვეყნებს შორის ტაილანდის გარდა ერთნაირსქესიანთა წარმომადგენლებს შორის ქორწინება ტაივანსა და ნეპალშიც არის დაკანონებული, ტაილანდი მსოფლიოს 38-ე ქვეყანა იქნება, სადაც ასეთი ქორწინება დაშვებულია.

ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლები ტაილანდის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს ქვეყანა გენდერული თანასწორობის და სამოქალაქო უფლებების მხრივ რეგიონის ლიდერია. ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში წელს ლგპტ პრაიდში ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სეტხა თხავხიხინმაც მიიღო მონაწილეობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა