რობერტ ფიცო 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს დაესწრება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს დაესწრება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რობერტ ფიცომ მიწვევა უშუალოდ ომის დანაშაულებში მხილებული რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
ბუნებრივია, როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ფაშიზმზე გამარჯვების ოფიციალურ ზეიმში მონაწილეობით, რომელიც 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება, უაღრესად დაინტერესებული ვარ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევა, ამ მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა მივიღო, რასაც მე გავაკეთებ, სიამოვნებით მივიღე“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.