ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივზე" .. რელიგიური გადაცემების "ოქროს ფონდი" მთლიანად წაშლილია - ილია ჩაჩიბაია
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალუ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გასულ ღამეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივზე". განადგურებულია ქართული ფილმების და დოკუმენტური მასალების უდიდესი არქივი, რასაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი მე და მთელი ჩვენი გუნდი. რელიგიური გადაცემების "ოქროს ფონდი" მთლიანად წაშლილია. გამქრალია ჩვენს მიერ შეძენილი და გახმოვანებული უცხოური სერიალები, ასობით სერია, მათ შორის პოპულარული უკრაინული სამოგზაურო პროექტი "გერბი ან საფასური" (500 სერია); სერიალი "კვალი" (400 სერია), "გამოძიების საიდუმლოებები" (200 სერია), "აბლაბუდა" (150 სერია) და სხვა ბევრი საარქივო მასალა, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.
ვინც ამას აკეთებს, უნდა ესმოდეს, რომ "ობიექტივი" ყოველთვის თავიდან დაიწყებს, თუნდაც ნოლიდან გახდეს საჭირო. ახალს შევქმნით, არასდროს გავჩერდებით. ყოველგვარ წინააღმდეგობაზე იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული - წერს ილია ჩაჩიბაია.