თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე - საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება

საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება, - ამის შესახებ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არც უძლური ვიქნები და არც რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე. ქვეყნის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება.

ვინ დაიჯერებს, რომ ჩვენ ფრანგების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა პლურალიზმთან კოჰაბიტაციით შეგვიძლია? არავინ. მივმართავ ფრანგ ხალხს: იმისთვის, რომ გამოგვცადოთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა გვჭირდება“, - აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა