ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2000 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინის ჩრდილოკორეული ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.
დღეს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის უკვე დაიწყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრა.