თეგებით ძიება
28. 06. 2024 კულტურა

საქართველოს ეროვნულ არქივს რეზო ესაძის საარქივო დოკუმენტები შეემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რეჟისორ რეზო ესაძის შვილმა მინდია ესაძემ მამის პირადი არქივი გადასცა.

რეზო ესაძის ოჯახის გადაწყვეტილებით, ცნობილი კინოხელოვანის ფილმების - „ნეილონის ნაძვის ხე“, „ერთი ნახვით შეყვარება“ და „ჭერი“ - კინოფირები, ფილმების გადასაღები მოედნის ფოტოები და ექსპერიმენტული სტუდია „დებიუტის“ საარქივო დოკუმენტები ამიერიდან ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების შემდეგ მასალა მკვლევართა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახური ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა