საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ საბა საზონოვი ოჯახთან ერთად იტალიიდან გერმანიაში ბრუნდება
საბა საზონოვი ოჯახთან ერთად იტალიიდან გერმანიაში ბრუნდება და საქართველოს ნაკრებს კვლავ ტრიბუნიდან უგულშემატკივრებს.
“ისევ გზა იტალიიდან გერმანიაში. არადა, ორი დღის წინ იყო გზა გერმანიიდან იტალიაში. ისევ ჩამოვალთ და ჩავალთ მეოთხედფინალზე! არ დავიღლებით, საქართველო!” - ამბობს საბა საზონოვის დედა ნინო ნიშნიანიძე.