თეგებით ძიება
01. 07. 2024 მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვებაა - მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მაიკ ჯონსონის თქმით, ტრამპისთვის ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტის მინიჭება არის ტრამპის გამარჯვება.

„დღეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ყოფილი პრეზიდენტისა და ყველა მომავალი პრეზიდენტის გამარჯვება და პრეზიდენტ ბაიდენის შეიარაღებული იუსტიციის დეპარტამენტისა და ჯეკ სმიტის კიდევ ერთი დამარცხება“, – აცხადებს ჯონსონი.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა.

1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა