თეგებით ძიება
26. 11. 2024 მსოფლიო

ტრამპის წინააღმდეგ, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე წარმოებული საქმე დაიხურა

ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო საქმის შეწყვეტა ჯეიკ სმიტმა პირადად მოითხოვა. სპეციალური პროკურორი ამ ხანგრძლივი საქმის სიმყარეში პრობლემას არც მაშინ ხედავდა,როდესაც მას არეგისტრირებდა და არც დღეს ხედავს მასში ხარვეზს - საქმე კონსტიტუციაშია. აშშ-ის უზენაესი კანონი კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას. სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპის საქმე, 2020 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით - დაიხურა.

6-გვერდიანი მოთხოვნა მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სმიტს რამდენიმე საათში დაუკმაყოფილა და ეს არაა ერთადერთი საქმე, რომლის გაუქმებასაც სმიტი მოითხოვს. იგივე მოთხოვნით მიმართა მან ფლორიდის სასამართლოსაც, საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენების საქმის შესაჩერებლად. "დიდი გამარჯვება კანონის უზენაესობისთვის" - ასე შეხვდნენ სიახლეს ტრამპის გუნდში. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს თავად ტრამპმაც მორიგ გამარჯვებად მიიღო.

მიუხედავად ამისა, ტრამპი მაინც გასამართლებულ დამნაშავედ რჩება ნიუ-იორკში, გაჩუმების სანაცვლოდ პორნო ვარსკვლავისთვის თანხის გადახდის საქმეში. ღიად რჩება ჯორჯიის შტატის ქეისიც, რომელიც არჩეულ პრეზიდენტს არჩევნების შედეგების უკანონო გზებით ცვლილებას ედავებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ახალ სამართლებრივ პრეცედენტს დომინოს პრინციპი ჰქონდეს.

სამართლებრივად ტრამპის მიმართ ბრალის ხელახლა წარდგენის საშუალება მაინც რჩება, თეორიულად პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც მას იმუნიტეტი აღარ დაიცავს. თუმცა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ტრამპს პრეზიდენტობა გარანტირებული აქვს - ხელისუფლებაშიც სწორედ მისი გუნდი იქნება, რომელსაც ახლახან ახალი ფინანსთა, შრომის, ურბანული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შემატა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა