თეგებით ძიება

“ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი“ - ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ

“ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის პრე­ზი­დენტ ტო­მა­რად ყვე­ლა­ზე უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლი ან­ტი­და­სავ­ლე­ლი დადო“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ხუმ­როთ, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის პრე­ზი­დენტ ტო­მა­რად ყვე­ლა­ზე უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლი ან­ტი­და­სავ­ლე­ლი დადო. უზ­რდე­ლი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და აშშ/ევ­რო­კავ­ში­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­გი­ნე­ბე­ლი. ეს არის მისი ხედ­ვა ქვე­ყა­ნა­ზე და ხალ­ხზე.

ახლა მან­და­ტე­ბი კარ­გად შე­ი­ნა­ხეთ - “ეგებ “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ გა­ა­უქ­მოს ან და­სავ­ლეთ­მა მოგვ­თხო­ვოს“, “ტრამ­პი რას იტყვის“?,- წერს “ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე დე­კა­ნო­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა